ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ზაფხულის ბაშოზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. სუპერტურნირის მე-6 დღეს გორგაძე ბალანსის გაუმჯობესებას ჩიონოკუნისთან ეცდება.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოს მეხუთე დღეს გაიმარჯვა.
ტოჩინოშინმა ივლისის ტურნირი მარცხით დაიწყო
ივლისის ბაშოზე ლევან გორგაძესთვის ეს პირველი გამარჯვებაა. ქართველი სუმოისტი დღეს ტერუცუიოშის დაუპირისპირდა და ბრძოლა ცუკიოტოშის ილეთით მოიგო. შედეგად – ტოჩინოშინის ანგარიშზე მიმდინარე ბაშოზე ერთი გამარჯვება და ოთხი მარცხია.
ნაგოია ბაშოს მეექვსე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა მაისში ტოკიოში გამართული ბაშო მხოლოდ ხუთი მოგებით დაასრულა და აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდება დაკარგა. საზაფხულო სუპერტურნირზე კი ის აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით გამოდის.