უმშვენიერეს მომღერალისა და ტელეწამყვანის თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახური იდილია აისახა. დიდი ოჯახი ზაფხულმა გააერთიანა.
წყვილის სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ: უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.
თიკა შვილებთან, მშობლებთან და კალათბურთელ ძმასთან ერთად ოჯახურ სურათებს ხშირად აქვეყნებს. ოჯახის წევრებს შორის გამონაკლისი მისი მეუღლეა. იმის გათვალისწინებით, რომ თიკა ქმართან ერთად გადაღებულ სურათებს არ აქვეყნებს, საზოგადოება მათ დაშორებას ხშირად განიხილავს, მაგრამ უკვე წლებია, ოჯახი ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას.
ყოფილმა მოდელმა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და ქმრისა და ვაჟების თამაშის ვიდეო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა.