სპეციალისტების თქმით, პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს საზამთროს ყიდვისას, ეს მისი ზომაა.
დაიმახსოვრეთ: რაც უფრო დიდია საზამთრო, მით მეტია ალბათობა, რომ ის კარგადაა შემოსული, ანუ მწიფეა. 5–7 კგ-ზე ნაკლები წონის საზამთროს ყიდვა სასურველი არ არის.
ამასთან, როგორც ცნობილია, საზამთროებს სქესის მიხედვით განასხვავებენ: „მამალი“ საზამთრო შედარებით დიდია და წაგრძელებული ფორმა აქვს, ხოლო „დედალი“ უფრო პატარაა და მომრგვალებული. იცოდეთ, რომ „გოგო–საზამთრო“ ბევრად გემრიელი და ტკბილია.
გარდა ამისა, სპეციალისტები ასახელებენ კარგად დამწიფებული და ტკბილი საზამთროს ორ სხვა ნიშანსაც. ესენია:
გახსოვდეთ:
ნუ გააჭრევინებთ გამყიდველს საზამთროს მის სიმწიფე–სიწითლეში დასარწმუნებლად. საქმე ისაა, რომ ის მომენტალურად „იწოვს“ მტვერსაც და ბაქტერიებსაც და სანამ შინ მიიტანთ, საზამთრო უკვე დაბინძურებული იქნება.
არის თუ არა საზამთრო ქიმიკატებით მდიდარი, ამის ზედაპირულად განსაზღვრა შეუძლებელია. ამას მხოლოდ მისი გაჭრის შემდეგ მიხვდებით. თუ საზამთროს რბილობს თეთრი ან მოყვითალო ძარღვები დასდევს, ე.ი. ის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს.