საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს: უთხარით რუსულ და ჩინურ ვაქცინებს „არა“

ფრანგი დიპლომატის თქმით, ქვეყანაში მხოლოდ იმ ვაქცინით აცრილი ადამიანები შეიძლება შემოუშვან, რომელთაც ხელისუფლება ენდობა.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. საფრანგეთის მოსახლეობა უნდა აიცრას მხოლოდ იმ ვაქცინებით, რომელთა უსაფრთხოებაშიც ხელისუფლება დარწმუნებულია, განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა ტელეარხ France 2-ის ეთერში. 
ჟურნალმა Nature რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობაზე სტატია გამოაქვეყნა
მისი თქმით, იმ პრეპარატების სია, რომლით აცრილი ადამიანებიც შეიძლება დაიშვან საფრანგეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ იმ ვაქცინებით უნდა შემოიფარგლოს, რომელთა ეფექტურობაშიც დარწმუნებულია ხელისუფლება. ასეთი კი ამ დროისათვის სულ ოთხია.
„არიან ქვეყნები, მაგალითად, ესპანეთი, რომლებიც ცდილობდნენ, სხვა ვაქცინებისთვის მიენიჭებინათ ავტორიზაცია − რუსულისთვის ან ჩინურისთვის. საფრანგეთი ეუბნება თავის პარტნიორებს: „იყავით ფრთხილად, უთხარით „არა“ ასეთ ვაქცინებს“, − განაცხადა ბონმა.
რაც შეეხება რუსეთის თვითმფრინავების ფრენას პანდემიის პირობებში, ბონის თქმით, საფრანგეთი არ გეგმავს ავიარეისების გაუქმებას სხვა ქვეყნებიდან იქ ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაშიც კი, ვინაიდან „სახიფათო“ ქვეყნების მოქალაქეებს საფრანგეთში მოხვედრა სხვა ქვეყნების გავლით მაინც შეუძლიათ.
კირილ დმიტრიევი: EMA-ს „სპუტნიკ V“-ს მიმართ კრიტიკული შენიშვნები არ აქვს
რუსეთის მხარე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ამ დროისათვის 68 ქვეყანაშია მოწონებული, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3,4 მილიარდ კაცს აღემატება. პოპულარობით ის მეორე ადგილზეა მსოფლიოში.
„სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა, რომელიც გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრში შეიქმნა, 91,6%-ს შეადგენს და ამასთან ასი პროცენტით ეხმარება ორგანიზმს, თავი დააღწიოს დაავადების რთულად მიმდინარეობას. მოგვიანებით, 2021 წლის აპრილში გამალეის ცენტრმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომელთა თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა ორივე დოზის შეყვანის შემდეგ 97,6%-ს აღწევს.