პრინცი ჰარი ფსიქიკურად დაავადდა? – ახალი დეტალები

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სკანდალები არ წყდება. მასმედია ამჯერად პრინცი ჰარის ფსიქიკური დაავადების შესახებ ალაპარაკდა.
Sputnik
კენსინგტონის სასახლის თანამშრომლები, დიდი ბრიტანეთის დედოფლის უფროსი შვილიშვილის, პრინცი უილიამის თანაშემწეები ავრცელებენ ჭორებს პრინც ჰარის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, იუწყება The Mirror ბიოგრაფ ომიდ სკობიზე დაყრდნობით.
ბიოგრაფი მიიჩნევს, რომ ჰარის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სავარაუდოდ, დაიწყო 2019 წლის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც სასექსის ჰერცოგმა თქვა, რომ ის და მისი ძმა „თავისი გზებით წავიდნენ“.
„ეს შემთხვევითი არ არის. ამ ინტერვიუდან მალევე, მეორე დღეს იყო საუბრები, რომ უილიამი ნერვიულობდა მისი ძმის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო”, – თქვა სკობიმ.
პრინც ჰარის ბიოგრაფის მოსაზრებით, შეუძლებელია ცალსახად ითქვას, რომ პრინცი უილიამი არის მისი ძმის ფსიქიკური პრობლემების შესახებ ცნობების წყარო. ამასთან, სკობის თქმით, მეგან მარკლი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სამეფო ოჯახის წევრებს შორის მიმდინარე ჩხუბის მიზეზად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრინცები ჰარი და უილიამი ჩხუბის შემდეგ პირველ პირად შეხვედრას გამართავენ.
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.