მატჩის დასრულების შემდეგ ინგლისელმა ქომაგებმა ნაკრების წარმატება ქუჩაში აღნიშნეს. გულშემატკივრები აძვრნენ სატელეფონო ჯიხურებზე და ავტობუსებზე, სადაც ტრადიციული სიმღერა Football Is Coming Home შეასრულეს.
ევრო-2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრები იტალიის გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთი დაამარცხა პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1:1, პენალტები 4:2). ტურნირის გადამწყვეტი მატჩი „უემბლიზე“ 11 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.