თბილისში ათასობით ოჯახი 8 და 9 ივლისს გაზის გარეშე დარჩება

გაზი არ მიეწოდებათ ასევე მაღაზიებს, სამედიცინო ცენტრებს, პოლიციის შენობებს, სავაჭრო ცენტრებს, აფთიაქებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. სამგორისა და ვარკეთილის რაიონების დაახლოებით 8,5 ათასი აბონენტი 8 და 9 ივლისს გაზის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი გაზსადენის რეკონსტრუქციაა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
ვარკეთილის, გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას გაზის ტარიფი უძვირდებათ
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება შეწყდება 8 ივლისის 21:00 საათიდან და თანდათანობით აღდგება 9 ივლისის 10:00 საათიდან.
გაზის გარეშე დარჩებიან ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი, აეროპორტის დასახლების ნაწილი, ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობა, ასევე მეტრო „ვარკეთილთან“ მცხოვრებთა ნაწილი.
გაზი არ მიეწოდებათ ასევე მაღაზიებს, სამედიცინო ცენტრებს, პოლიციის შენობებს, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, სავაჭრო ცენტრებს, აფთიაქებს, ბაზრებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.