საქართველოს ორი კომერციული ბანკი გაერთიანდა

ბანკების შერწყმა Credo Bank-ის მიერ Finсa Bank Georgia-ს აქციების 100%-ის შესყიდვის ხარჯზე მოხდა. გარიგების ღირებულება უცნობია.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოიწონა ქვეყნის ორი კომერციული, კრედიტებზე სპეციალიზებული ბანკის Credo Bank-ისა და Finсa Bank Georgia-ს შერწყმა.
ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ბანკების კლიენტები დაცული არიან>>
ბანკების შერწყმის საფუძველი Credo Bank-ის მიერ Finсa Bank Georgia-ს აქციების 100%-ის შესყიდვა გახდა.
საქართველოს კანონმდებლობით, საკრედიტო პროდუქტის ბაზარზე 100 ათასი ლარის და მეტის გარიგების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას მოითხოვს, რომელიც ამოწმებს ბაზრის მონოპოლიის ნიშნების არსებობას და კომერციული საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის საფრთხეებს.
მოთხოვნები ქართული კომერციული ბანკების მიმართ იცვლება
კომერციული საიდუმლოდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი გარიგების ღირებულებას არ ასახელებს.
Finсa Bank Georgia საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია FINCA Impact Finance-ს ნაწილია. ის საქართველოში 1998 წელს გამოჩნდა და 2013 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 2013 წელს კომპანიამ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო. ბანკს 100 ათასზე მეტი კლიენტი ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაც შეეხება Credo Bank-ს, ის 1997 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის მიერ დაარსდა, როგორც მცირე ბიზნესის დახმარების პროექტი. 2012 წელს შეიცვალა მფლობელი და Access Holding-ის – კერძო და სახელმწიფო ინვესტორების ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. 2017 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. საბანკო ლიცენზია კომპანიამ 2017 წელს მიიღო. კლიენტების რიცხვი 2020 წლის ბოლოსთვის 383,8 ათასს შეადგენდა.