თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს – მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან ორი ათასამდე ადამიანი იმყოფება, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების დამცველებს“ უწოდებენ. მათ ევროკავშირის დროშის ნაცვლად საქართველოს დროშა აღმართეს და ჯვარი დადგეს.
პოლიცია შენობის პერიმეტრზეა განლაგებული. ადგილზე არ უშვენებ ჟურნალისტებს, რადიკალურად განწყობილი ადამიანების სიმრავლის გამო სამართალდამცველები მათ აქციის ადგილზე მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
მანამდე აღნიშნული პირები ჟურნალისტებისა და მდუმარე აქციის მონაწილეების მისამართით ისროდნენ კვერცხებს, ქვებს, ბოთლებს, ჯოხებს.
ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც საღამოს 8 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, მიკროავტობუსებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.