11 წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტი დაამთავრა და უკვდავებაზე დაფიქრდა

პატარა ვუნდერკინდმა ჯერ კიდევ 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც 9 წლისა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამთავრებას აპირებდა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ბელგიელმა 11 წლის ვუნდერკინდმა ბიჭუნამ ანტვერპენის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, იუწყება გამოცემა 9NEWS.
​გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნამ, რომელსაც ლორან სიმონსი ჰქვია, აკადემიური ხარისხი ერთ წელიწადში მიიღო, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ სამი წელია საჭირო. მანამდე ლორანმა ბრიუგეს სკოლის სრული კურსი წელიწად-ნახევარში გაიარა.
ვუნდერკინდი ახლა ფლამანდიის უნივერსიტეტის მაგისტრობაზე ფიქრობს, მოგვიანებით კი სურს, რომ უკვდავების პრობლემა შეისწავლოს.
„მსურს, რომ დროთა განმავლობაში მომეცეს შესაძლებლობა, შევცვალო რაც შეიძლება მეტი ორგანო ხელოვნურით“, − ამბობს ვუნდერკინდი.
გამოცემის ცნობით, ლორან სიმონსმა 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც ცხრა წლის ასაკში უნდა დაესრულებინა სწავლა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში. სიმონსი მაშინ იძულებული გახდა მიეტოვებინა სასწავლო დაწესებულება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მის მშობლებს შორის დავის გამო, რაც სწორედ სწავლის დასრულების ვადას შეეხებოდა.