გიგა ჭიკაძე ბარბოსას წინააღმდეგ – ქართველი UFC-ს მთავარი მოვლენის მონაწილეა!

გიგა ჭიკაძე და ედსონ ბარბოსა ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ბრძოლა, სავარაუდოდ, ლას-ვეგასის არენა UFC Apex-ზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. UFC-ს მებრძოლი ნახევრად მსუბუქ წონაში გიგა ჭიკაძე მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. ის ოქტაგონზე გამოცდილი ბრაზილიელი მებრძოლის ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ გამოვა.
გიგა ჭიკაძე UFC-ში თავს იმკვიდრებს, კვარაცხელია „რუბინში“ კვლავ აღიარეს>>
ჭიკაძისა და ბარბოსას ორთაბრძოლა 28 აგვისტოს გაიმართება და ის UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა (Main event) იქნება, რაც გიგას კარიერაში პირველად ხდება.
რაც შეეხება გიგას მომავალ მოწინააღმდეგეს, ბარბოსას ანგარიშზე UFC-ში 22 გამარჯვება და ცხრა მარცხია. ბრაზილიელი ბოლოს მიმდინარე წლის მაისში შეინ ბურგოსს დაუპირისპირდა და ნოკაუტით გამარჯვება იზეიმა.