„რთული სათქმელია, რომ მას ექსტრასენსორული შესაძლებლობები არ აქვს, რადგან ერთადერთი მატჩის პროგნოზის გაკეთებისას შეცდა - შოტლანდიასთან შეხვედრისას გოჭმა ინგლისის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. ის არაფრით ჩამოუვარდება სატელევეზიო ექსპერტებს“, - განაცხადა ფერმის მენეჯერმა ჰიუ სტოლიდეიმ.
სიუზი, რომელსაც ნამდვილ პატრიოტს უწოდებენ, რთული არჩევანის წინაშე დადგა. მას საკვებით სავსე ორი სათლიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია, რომლებზეც დანიისა და ინგლისის დროშები იყო დატანილი. სიუზი დიდხანს ფიქრობდა და თავიდან გამარჯვების დანიისათვის მინიჭება გადაწყვიტა, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც ინგლისზე შეაჩერა.
„სიუზიმ სწორი არჩევანი გააკეთა, მან გამარჯვება ინგლისს დაუთმო. ცოტა ხანი დანიაზე ფიქრობდა, თუმცა მეექვსე გრძნობამ მას უკარნახა, რომ ინგლისი დანიას დაამარცხებდა“, - აღნიშნა ადგილობრივმა კომიკოსმა ჰელ ბენდსონმა.
ევრო-2020-ის ნახევარფინალი 7 ივლისს გაიმართება. „უემბლის“ სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისისა და დანიის გუნდები.