თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების IIა ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, პეტრიწის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ვარკეთილი-3 I კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ნოდარ ბოხუას, პეტრიწის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.