თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისში ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციის დროს დაშავებული ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ექიმის განცხადებით, პოლონეთის მოქალაქე კლინიკაში გულ-მკერდისა და მუცლის არეში ორი ჭრილობით შეიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა. პაციენტის მდგომარეობა ღამით სტაბილური იყო და არც დღისით გაუარესებულა.
ხეთაგუროვის ქუჩაზე ინციდენტის თვითმხილველები Facebook-ში წერენ, რომ თავდასხმის მიზეზი, როგორც ჩანს, საყურე გახდა, რამაც გააღიზიანა თავდამსხმელი, რომელსაც თან დანა აღმოაჩნდა.
დაკავებულის ოჯახის წერვების თქმით, მას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. პოლიციამ დანა მტკიცებულების სახით ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღიძრა. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სულ ლგბტ–საზოგადოების საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა ძალადობის 55 ფაქტი დააფიქსირეს, აქედან 53 შემთხვევა მასმედიის წარმომადგენლების მიმართ მოხდა.