„აქამდე მიმალავდა მეუღლე. საკუთარი თავი მეზიზღება...“ - რა შეემთხვა თამარ ივერს?

საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მისი თქმით, შემთხვევით გაიგო
Sputnik
საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ მომღერალს დედა გარდაეცვალა და ეს ამბავი კონცერტზე გასვლის წინ გაიგო.
საოპერო მომღერალს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს. ოპერის მომღერალი თამარ ივერი და მოჭიდავე რაულ ცხადაძე 2014 წლის 1 ივნისს, ნინოობას გახდნენ ტყუპების მშობლები.
თამარმა და რაულმა ტყუპებს ნინა-ლიზა და უგო-ავთანდილი დაარქვეს. ბიჭს რაულმა დაარქვა უგო, ავთანდილი კი თამარის მამის სახელია.
თამარს ძალიან უყვარს სახელი ლიზა, ხოლო რადგან ბავშვები ნინოობას დაიბადნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნინო-ლიზა დაერქმიათ.
თამარ ივერი სოციალურ ქსელში აქტიურია, თუმცა შვილების ფოტოებისა თუ ვიდეოების გასაჯაროებას ერიდება.