საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ სამი ლიცენზია მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, საქართველო სპორტის ათ სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს თამაშებზე კიდევ სამი ლიცენზია მოიპოვა. იაპონიის დედაქალაქში გაემგზავრებიან სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა) და ბაჩანა ხორავა (სიგრძეში ხტომა).
დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა
ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები სპორტის ათ სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ეს სახეობებია: ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, ცურვა, ჩოგბურთი, კრივი, კარატე და პისტოლეტიდან სროლა.
ბაჩანა ხორავასთვის ეს კარიერაში მეორე ოლიმპიადაა. ის ასევე იყო საქართველოს ოლიმპიურ გუნდში ხუთი წლის წინ რიო–დე–ჟანეიროში გამართულ ოლიმპიადაზე.
ზაფხულის 32–ე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.