საფრანგეთში ზრდასრულთა ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა ქვეყნის პარლამენტს – განიხილონ შესაბამისი კანონის პერსპექტივები.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს ზრდასრული მოსახლეობისთვის, იუწყება გაზეთი The Times.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტს შესაბამისი კანონის პერსპექტივების განხილვის თხოვნით პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა მიმართა.
სავარაუდოდ, კანონი სავალდებულო ვაქცინაციას პირველ ეტაპზე ყველა სამედიცინო მუშაკისა და მოხუცებულთა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის გაითვალისწინებს, შემდეგ კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ზრდასრული მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც.
რუსი ვირუსოლოგი: სიმართლე ვაქცინირებულთა მხარესაა
აღინიშნება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს სურვილი, აცრა გაიკეთოს კორონავირუსზე, რაც ხელს უშლის კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მაჩვენებლის – 80%-ის მიღწევას.
გამოკითხვის თანახმად, ზრდასრული ფრანგების დაახლოებით 20 უარს ამბობს ვაქცინაციაზე. 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 26%-ია.
ამ დროისათვის სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია საფრანგეთის მოსახლეობის 34%, ხოლო კიდევ 51%-ს ვაქცინის პირველი დოზა აქვს გაკეთებული.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის თქმით, თვის ბოლოსთვის საფრანგეთი შესაძლოა ეპიდემიის მეოთხე ტალღას შეეჯახოს კორონავირუსის „დელტა“ შტამის გამო. მინისტრის მონაცემებით, ინფიცირების დონე უკვე ხუთი დღეა, რაც არ დაწეულა.