თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. ფეხშიშველა სიარული სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა არა ყველანაირ ზედაპირზე, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ექიმი ვლადიმირ ხოროშევი.
24 ივნისი 2021, 16:09
მისი თქმით, უფეხსაცმლოდ სიარულისას ხდება ტერფების მასაჟი, სადაც უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილია განლაგებული.
„ბიოლოგიურად აქტიური წერტილები ადამიანის ტერფის მთელ ზედაპირზეა თავმოყრილი. ანუ ტერფზე პირდაპირ პროეცირდება ყველა ჩვენი ორგანო და სისტემა: აქ არის ღვიძლიც, კუჭქვეშა ჯირკვალიც, თავის ტვინიც“, − ამბობს ექიმი.
როგორც სპეციალისტი ამბობს, ფეხშიშველი სიარული ყველაზე სასარგებლოა ხრეშზე, ქვიშასა და ბალახზე.
„ამასთან ხრეშზე − ყველაზე მეტად. ოღონდ სასურველია, რომ ის მომრგვალო ფორმისა იყოს, არ ჰქონდეს წაწვეტებები, რათა ფეხი არ გაიჭრათ. ხრეშზე სიარულისას იმავდროულად სახსრებიც ვარჯიშდება“, − განმარტავს ექიმი.
გარდა ამისა, ხოროშევმა დაასახელა ზედაპირები, რომლებზე ფეხშიშველი სიარულიც არ ღირს. ესენია ასფალტი და ბეტონი.
ამასთან ექიმი გვაფრთხილებს, რომ ფეხშიშველა სიარული დღეში ორ-სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სასურველი არ არის, ვინაიდან ადამიანების უმეტესობას − ქალების შემთხვევაში კი პრაქტიკულად ყველას − ბრტყელტერფიანობა აწუხებს.