თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. კიბოს უჯრედები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის, პირშიც, წერს გამოცემა Express-ი ბრიტანელი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
Cancer Research UK-ის ექსპერტები განმარტავენ, რა ნიშნები შეიძლება მეტყველებდეს პირში კანცეროდაავადების ჩამოყალიბებაზე.
მათი თქმით, ავთვისებიანი წარმონაქმნები შეიძლება განვითარდეს ენაზე ან მის ქვეშ. ენის კიბოს განვითარების ძირითად ფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის სმა და ასევე ადამიანის პაპილომავირუსით (HPV infection)ინფიცირება.
ბრიტანელი სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ ენაზე შენიშნეთ:
გარდა ამისა, პირის ღრუში კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:
ამასთან ექიმები წერენ, რომ თამბაქოს მოეწვაზე პირის ღრუს კანცეროდაავადებების რისკის 60% მოდის, ალკოჰოლზე − 30 პროცენტი, დანარჩენი კი ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირებაზე.
სპეციალისტების განმარტებით, HPV-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები პირის ღრუსა და ყელში, რომლებიც შემდგომში კიბოდ გარდაიქმნება.
„HPV-ის გაჩენა პირში შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეულ სექსუალურ ქცევებს, ისეთებს, როგორიცაა ორალური სექსი, და ასევე მრავალრიცხოვან სექსუალურ პარტნიორებს“, − განაცხადეს Cancer Research UK-ში.
ამასთან აღინიშნება, რომ ვირუსი „ძალიან გავრცელებულია“ და, როგორც წესი, არ აყენებს ზიანს. არსებობს ვირუსის ასობით შტამი, რომელთაგან მხოლოდ 13 იწვევს კიბოს.