თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. უცნობმა პირებმა ისროლეს ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილი, იუწყება „ტვ პირველი“.
ტელეარხის ჟურნალისტის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, უცნობებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის ეზოში გადაისროლეს. დაშავდა ერთი გოგონა.
ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გოგონას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებები მთელი დღის განმავლობაში დასდევდნენ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებსა და მათ დამცველებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც არ მოეწონებოდა და ასევე ჟურნალისტებსაც.