„უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან უფლებრივად გაათანაბრა მშვიდობიანი და ძალადობრივი ჯგუფები, რაც ამ ძალადობრივი ჯგუფებისთვის კიდევ ერთხელ დამატებითი წახალისება გახდა. ასევე არასწორი იყო „პრაიდისთვის“ პოლიტიკური სარჩულის მიკერება, რამაც ძალადობრივი ფონი კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა.