„დღეიდან დავიწყეთ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა. ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში შეფერხებები იყო კიბერშეტევის გამო, სრულად გამართულია. ამ ეტაპზე მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. დილით 20 ათასზე მეტი ჯავშანი იყო განხორციელებული „სინოფარმის“ ვაქცინაზე“, - ამბობს გაბუნია.
მისი თქმით, გააქტიურდა ახალი ცხელი ხაზის ნომერი - 144-3, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებისა და პრობლემების შემთხვევაში შეძლებენ დარეკვას.