წვიმა, ელჭექი, სეტყვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში დღეს საღამოდან წვიმიანი და ქარიანი ამინდია ნავარაუდევი. შესაძლებელია მოვიდეს სეტყვაც. დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +37 გრადუსი იქნება.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, 4 ივლისს დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.
თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი.