კრედიტები, გრანტები, კონსულტაციები: ქართული ბიზნესი დამატებით დახმარებას მიიღებს

კრედიტები და გრანტები დაეხმარება ბიზნესს წარმოების მოდერნიზაციის, ტექნოლოგიების განვითარებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) Procredit Bank-ის მეშვეობით საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება.
EBRD-მა ბანკების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით 10 მილიონი ევრო გამოყო. ბიზნესმენები დახმარების ფარგლებში ისარგებლებენ კრედიტებით, გრანტებით და უფასო კონსულტაციებით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია EBRD-სგან 217 მილიონ ევროს მიიღებს
კრედიტები და გრანტები დაეხმარება ბიზნესს წარმოების მოდერნიზაციის, ტექნოლოგიების განვითარებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.
ამასთან, კრედიტების 70% „მწვანე ტექნოლოგიების“ განვითარებაზე გაიცემა.
დაფინანსება ევროკავშირისა და EBRD-ის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია  და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საშუალებას მისცემს კომპანიებს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა ადგილობრივად და გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები, რომლებსაც იძლევა შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. პროგრამის დაწყებიდან დაფინანსება 170-მდე კომპანიამ მიიღო.