თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე მოხდა. გზაზე მიმავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.