თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. წუხელ ღამით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჰერეთისკარში ქარმა ხეები წააქცია, ხოლო ბაისუბანსა და ნინიგორში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, იუწყება „პირველი არხი“.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ხეებით ჩახერგილ გზას ათავისუფლებდნენ.
„ლაგოდეხში მცირეოდენი სეტყვა იყო, რასაც ძლიერი ქარი ახლდა. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა.
ზარალის მასშტაბისა ჯერჯერობით უცნობია.