საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

კელი დეგნანის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 
რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად: აშშ-ის ფედერალური მთავრობის რჩევები
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის ძირითადი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება. 1776 წლის 4 ივლისს 13 შტატის წარმომადგენლებმა ფილადელფიის ქალაქის სათათბიროს შენობაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამეფოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
„მინდა მივულოცო ამერიკას და ქართველ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. ჩავთვალე, რომ ელჩის რეზიდენციაში ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რათა პირადად მიმელოცა ელჩისთვის. გვსურს გავაგრძელოთ ასეთი შინაარსიანი მეგობრობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ეროვნულ დღესასწაულთა დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღება იმართება, რომელსაც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.