აქციის მონაწილეებმა ჯერ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, შემდეგ კი შენობებს ქვები დაუშინეს. ქვების ნაწილი ჟურნალისტებს მოხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ გამართა სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის კვირეული, რომელიც 5 ივლისს „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს.
პოლიციამ სულ 20 ადამიანი დააკავა. მანამდე შსს-ში განაცხადეს, რომ მიიღებდნენ ზომებს, რათა ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარებულიყო.
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები, რომლებიც „ღირსების მარშის“ გაუქმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან.