თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის გუნდთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 9:40 დამარცხდა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ქართველი მორაგბეები თედო აბჟანდაძის მიერ შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმის წყალობით ანგარიშით 9:5 იგებდნენ.
თუმცა, მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს და ანგარიშიც შეიცვალა – 19:9 მსოფლიო ჩემპიონთა სასარგებლოდ.
მატჩის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, რაც პირველი ხაზის შეცვლის შემდეგ თვალსაჩიო გახდა. 67–ე წუთზე სხვაობამ 31 ქულას მიაღწია.
ასე რომ, სამხრეთ აფრიკის გუნდმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველი მატჩი წარმატებით დაასრულა. გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.