ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა

უბედური შემთხვევა დღეს, ნაშუადღევს მოხდა. სამართალდამცველები ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
უბედური შემთხვევა თამარის დასახლების ტერიტორიაზე, სარკინიგზო გადასასვლელზე დღეს მოხდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის და სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.