თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოში Sinopharm–ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია 3 ივლისს 12:00 საათიდან, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კი 5 ივლისიდან დაიწყება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის მილიონი დოზა ვაქცინა დღეს მიიღო. ერთი თვის შემდეგ კი ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
საქართველოში ივლისში ასევე შემოვა Pfizer–ის ვაქცინას. ასე რომ, საქართველო წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხ მილიონამდე დოზას მიიღებს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა პირმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.