სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება დღეიდან ორჯერ გაიზარდა

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს შემწეობას 100 ლარის ოდენობით.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება ორჯერ გაიზარდა და არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაორმაგდება
შესაბამის დადგენილებას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა.
გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 ათასი ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სულ 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მლნ ლარი გამოიყოფა.