ბრიტანული გამოცემა UK Times-ის ცნობით, 72 წლის პრინცი ჩარლზი პრინცესა დიანას ძეგლის გახსნის ცერემონიას არ დაესწრება, რადგან ამ მოვლენამ შესაძლოა მტკივნეული წარსული გაახსენოს.
მიუხედავად ჩარლზის გადაწყვეტილებისა, მისი ვაჟები – 39 წლის პრინცი უილიამი და 36 წლის პრინცი ჰარი გარდაცვლილი დედის პატივსაცემად გამართული ღონისძიების გამოტოვებას არ აპირებენ.
„მისთვის ეს საშინელებაა“, – თქვა ერთ-ერთმა ინსაიდერმა.
„ამ მომენტებს ძველი ჭრილობების გახსნა შეუძლია და მისთვის მძიმე მოგონებები მოაქვს: ბედნიერება, მწუხარება, სინანული... დიანას გარდაცვალების შემდეგ პრინცმა ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ ეს მოგონებები თავისთვის და შვილებისთვის დაეტოვებინა“.
როგორც ცნობილი გახდა, დიანას ქანდაკებას ხუთშაბათს კენსინგტონის სასახლეში პრინცესას მე-60 დაბადების დღისთვის ხსნიან.
ჩარლზი და დიანა 1996 წელს დაშორდნენ, პარიზის ავტოავარიისა და მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მოგვიანებით პრინცმა თავისი პირველი სიყვარული - კამილა მიიყვანა სასახლეში, მისი ორი შვილით.