სრული თავისუფლება: კომენდანტის საათის მოქმედება დასრულდა

მოსახლეობას ასევე ჩამოაწერეს ჯარიმები კოვიდ-შეზღუდვების დარღვევისთვის, რომლებმაც ჯამში 76 მილიონ ლარს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. გასული წლის ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვა გადაადგილებაზე გაუქმებულია, საქართველოს მცხოვრებთ ღამის საათებში სეირნობა თავისუფლად შეუძლიათ.

მოსახლეობას ასევე ჩამოაწერეს ჯარიმები კოვიდ-შეზღუდვების დარღვევისთვის, რომლებმაც ჯამში 76 მილიონ ლარს გადააჭარბა. საუბარია ყველა ჯარიმაზე იზოლაციისა და კარანტინის წესების, პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევაზე.

„საქართველოს რკინიგზა“ რეისებსა და განრიგს ცვლის

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2 ათას ლარს შეადგენდა, იურიდიული პირისთვის - 10 ათას ლარს.

2020 წლის 9 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „კომენდანტის საათი“ დაწესდა ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. თავდაპირველად შეზღუდვა მოქმედებდა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ის ერთი საათით გაგრძელდა და მისი მოქმედება 21:00 საათზე დაიწყო, გარდა ამისა, ის სავალდებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა.

„კომენდანტის საათი“ დროებით სამჯერ მოხსნეს - 2020 წლის 21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, ახალი წლის და შობის ღამეს. სააღდგომოდ შეზღუდვა არ მოხსნილა, მაგრამ მისი მოქმედების ვადა შემცირდა - 23:00 საათიდან 04:00 საათამდე.

საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებდა ასევე 2020 წლის 21 მარტიდან 23 მაისამდე, მაგრამ მაშინ მთავრობამ ის აღარ გააგრძელა და ორ თვეს დასჯერდა. მაშინ ის 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებდა.