როდის ეყოლება საქართველოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე უკვე შემდეგი თვის ბოლოსთვის უნდა აირჩიოს.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ამ თანამდებობაზე პარლამენტს კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარუდგინოს – ასეთია ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები.

კანდიდატი ამ პოსტზე უნდა იყოს 25 წელს ზემოთ, უპარტიო და უმაღლესი განათლებით, არ უნდა იყოს ნასამართლევი, წარსულში დამკვირვებელი ან გათავისუფლებული საარჩევნო ადმინისტრაციიდან.

თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა

კანდიდატები პარლამენტს 15 ივლისამდე უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.

კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.