„მხოლოდ ვაქცინაცია. სხვა გზა არ არსებობს“: ამერიკელი ვირუსოლოგის მოსაზრება

ამერიკელი ეპიდემიოლოგის თქმით, ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულადაა შექმნილი და მისი დამარცხება საყოველთაო ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვებს აწესებენ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, ამ ეპიდემიის შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციას შეუძლია, განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში ამერიკელმა ეპიდემიოლოგმა და ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მიხაილ ფავოროვმა.

„პანდემიის შეჩერების ერთადერთი მექანიზმი — არა მარტო ეპიდემიის, არამედ სწორედ პანდემიისა — არის ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში. სხვა არანაირი მეთოდი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანი ავად გავხდებით, სხვადასხვა ფორმით: ვიღაც იოლად გადაიტანს დაავადებას, ვიღაც — გარდაიცვლება. ვაქცინაციის შემთხვევაში კი მძიმედ ავად გახდომისა და სიკვდილის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია“, — დარწმუნებულია ფავოროვი.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, როდესაც რეგიონში, ქვეყანაში ან თემში ვაქცინირებულების დიდი რაოდენობაა, ვირუსი, ხვდება რა ასეთ გარემოში, გამუდმებით აწყდება უკვე დაცულ ადამიანებს. ვირუსის მუტაცია კი მხოლოდ ავადმყოფობის დროს ხდება.

„ვირუსის ბუნება იმგვარია, რომ დღეში ათასჯერ განიცდის მუტაციას. ახალი ვირუსული ნაწილაკები გამუდმებით ჩნდება. მათ უმეტესობას არ გააჩნია გამრავლების უნარი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჩნდება ისეთებიც, რომლებიც წინა ვარიანტებისგან განსხვავდებიან. ამიტომ ისინი, ვინც დაავადება უკვე გადაიტანა, ბოლომდე დაცულები არ არიან. ჩვენ ვიცით, რომ მეორედ 2-დან 5%-მდე ადამიანი დაავადდა. მე ვიცი სამჯერ დაავადების ორი შემთხვევა. ამიტომ თუ ვირუსის კლასიკური, უჰანის ვარიანტით იყავით ავად, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ იოლად დაავადდეთ ინდური შტამითაც“, — მიაჩნია ფავოროვს.

მისი თქმით, ინდოეთში მუტაციების სიჭარბეს მოსახლეობის უზარმაზარი რაოდენობა განაპირობებს, სადაც „ვირუსი ყოველთვის პოულობს მათ, ვისშიც შეაღწევს — ანტისხეულების დაბალი დონის მქონეებსა და ვაქცინაზე ცუდი რეაქციების მქონეთა შორის“.

როგორ მოვიქცეთ COVID-19-ზე ვაქცინაციამდე: ექიმის საყურადღებო რჩევები

ამასთან სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დაავადებაგადატანილი და ვაქცინირებული ადამიანები სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე არიან — ვაქცინები უკეთ იცავს, ვიდრე ავადმყოფობის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები. ფავოროვის თქმით, ასეთ ეფექტს ის პირველად ამჩნევს, ისევე, როგორც პირველად აწყდება „ლაბორატორიიდან გამოქცეულ ხელოვნურ ვირუსს“.

„ვირუსს ხელოვნური ყოფითი თვალსაზრისით ვუწოდე, ვინაიდან ის ორი ბუნებრივი ვირუსის კომბინაციას წარმოადგენს, — განმარტა ეპიდემიოლოგმა. — აღებულია ერთი ვირუსი, ჩადგმულია სპეციალური ჩანართი და მასზე მიერთებულია მეორე ვირუსი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ [უჰანის] ლაბორატორიაში სამი ადამიანი დაავადდა, რომ მათ დამალეს ავადმყოფობა და საავადმყოფოში მოხვდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ ბაზარში, რომ ერთ-ერთი მათგანის ცოლი ავად გახდა და გარდაიცვალა. და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ [2019 წლის] ოქტომბერში მოხდა, მაგრამ ვირუსის აფეთქების შესახებ მხოლოდ დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი“, — აღშფოთებას ვერ მალავს მეცნიერი.

COVID-19-ს პირბადე გამოავლენს: ამერიკელმა მეცნიერებმა სიახლე წარმოადგინეს

ფავოროვი აზუსტებს, რომ კორონავირუსს ბუნებრივიც შეიძლება ეწოდოს, ვინაიდან ის ორი ბუნებრივი ვირუსის რეკომბინანტია, ანუ COVID-19 ხელოვნურად არ არის შედგენილი ნუკლეოტიდებისგან, მაგრამ ხელოვნურადაა მიღებული ლაბორატორიაში. და, „სამწუხაროდ, არასაკმარისმა დაცვამ მოიტანა ის, რომ ადამიანები დაავადდნენ და ვირუსმა იქიდან გამოაღწია“.

ეპიდემიოლოგი ირწმუნება, რომ კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიაში არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ჩინურ პრესაში ჯერ კიდევ დეკემბერში იბეჭდებოდა სტატიები ამ თემაზე, ხოლო ფავოროვის კოლეგა, რომელმაც ჩინური ენა იცის, თარგმნიდა მათ. ჩინეთი ახლა ამას უარყოფს, მაგრამ „ამ ვირუსში არსებული ჩანართი არც ერთ სხვა ადენოვირუსში არ გვხვდება“.

„რა, ციდან ჩამოვარდა?! ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ ჩანართზე მუშაობა სწორედ ამ ლაბორატორიაში მიმდინარეობდა. მაგრამ, იურიდიული თვალსაზრისით, სანამ იმ ჟურნალებს არ მივიღებთ, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ ამაზე სპეციალურად მუშაობდნენ, სანამ არ მივიღებთ ლაბორატორიის თანამშრომლების ანგარიშს, ამის დამტკიცება ძნელია. მაგრამ მალე ამ ადამიანებს ვეღარც იპოვით. ჩინეთმა უკან გაიწვია საჯარო წვდომაში გაშვებული პირველადი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა, და განაცხადა, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. მაგრამ უკან აღარ დააბრუნა“, — ამბობს ეპიდემიოლოგი.

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა კორონავირუსის ისეთი მუტანტი გაჩნდეს, რომლისთვისაც ანტისხეულებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ფავოროვი ამბობს, რომ მათ ამის შიშები აქვთ.

„ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ასეთი ჯერ არ არის“, — ამბობს ის.

იმავდროულად მიხაილ ფავოროვი აკეთებს პროგნოზს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ხალხი პირბადეების გარეშე ივლის და თავისუფლად ისუნთქებს. მაგრამ გზა ამ თავისუფლებამდე მძიმე იქნება სიკვდილიანობის ზრდის გამო, განსაკუთრებით, უახლოეს რამდენიმე თვეში. ამიტომაცაა საჭირო მასობრივი ვაქცინაცია.