COVID-19 - ბოლო ცნობები

„დელტას“ სიკვდილიანობა: ჯანმოს წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ინდოეთში გამოვლენილი შტამი, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაზეა
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას კორონავირუსის „დელტა“ შტამის სიკვდილიანობის თაობაზე, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა.

„ლამბდა“ შტამმა ბრიტანეთში შეაღწია: ექიმები ახალი შტამის სიმპტომებს ასახელებენ
 „ამ დროისათვის ცნობილია, რომ ვარიანტი „დელტა“ უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ამ ვარიანტმა გავრცელების მაღალი უნარი გამოავლინა. ჯანმოს არ გააჩნია ინფორმაცია „დელტასგან“ გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის თაობაზე“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

ვუინოვიჩის თქმით, სპეციალისტები დაკვირვებით სწავლობენ კორონავირუსის „დელტა“ შტამს, ვინაიდან ის მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

ჯანმომ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი კვლავ განაგრძობს მუტაციას.