ნანუკა ჟორჟოლიანი 42 წლის გახდა და თავისი დაბადების დღე შვილებთან ერთად სეიშელის კუნძულებზე აღნიშნა. ულამაზესი მზის ჩასვლა, ჰამაკში წოლა წყლის პირას, ტორტზე სანთლების ჩაქრობა და შვილებთან ერთად სასიამოვნოდ დროის გატარება – 42 წლის ასაკში ნანუკამ სრულ ჰარმონიას მიაღწია.
ნანუკასთვის ეს დღე სევდიანიც იყო, რადგან ეს არის მისი პირველი დაბადების დღე, რომელსაც დედა ვერ მიულოცავს. დარეჯან დაუშვილი რამდენიმე თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.
ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა უკვე საკმაოდ ცნობილები არიან. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.
ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. მისი შვილები, პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები მუდმივი განხილვის საგანია.