აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს დაბადების დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას დაბადების დღე მიულოცა, მხარეებმა ასევე ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მომავალშიც გაღრმავდება. ამის შესახებ ითქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრისას. იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 28 ივნისს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში მეგობრული ურთიერთობის წარმატებულ განვითარებაზე მიუთითეს და გამოთქვეს იმედი, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაღრმავდება.

საუბრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებული საკითხები.