ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

გაუსაძლისი სიცხე: ზოოპარკის ბინადრებს ყინულის „ტორტებით“ ასულიერებენ

მოსკოვის ზოოპარკის ბინადრების რაციონში ყინულის „ტორტები“ შეიტანეს, რათა მათ ანომალიური სიცხეები შედარებით ადვილად გადაიტანონ
Sputnik

დათვებსა და პანდებს მოუმზადეს სტაფილოთი და ვაშლებით გაჭერებული ყინულები, მაიმუნებს ხილის ტორტებით გაუმასპინძლდნენ, ხოლო მტაცებლებს - ხორცით.

„ზოგიერთ განყოფილებაში ასეთი ცხელი დღეებისათვის ზამთარში თოვლი შეინახეს სპეციალურ საყინულეებში, ხოლო ახლა ზოოპარკის თანამშრომლები თოვლს ცხოველებს გაგრილების მიზნით უყრიან“, - ნათქვამია დაწესებულების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, ყველა ცხოველს შეუძლია გაუსაძლის სიცხეში დაისვენოს შიდა ვოლიერში, სადაც ყველაზე ცხელ ამინდშიც კი სიგრილე ნარჩუნდება.

ზოოპარკში ასევე აღნიშნეს, რომ ბინადრებს შორის არიან ისინიც, ვინც მარტივად უმკლავდება მოსკოვის სიცხეს. ესენი არიან აქლემებიკი, ხარვერძები, მგლები და სხვა დანარჩენი. ისინი ზაფხულისათვის უკვე მზად არიან, ზამთრის თბილი ბეწვი უკვე მოიცვალეს. ვერძები და ალპაკები, რომლებიც ბეწვს დამოუკიდებლად ვერ იცვლიან, ზოოპარკის თანამშრომლებმა შეკრიჭეს.