ხულოში ავარიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტომობილი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, მაღალმთიან აჭარის გზაზე ხევში გადაიჩეხა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 127 ივნისი – Sputnik. ხულოში ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტოავარიის შედეგად.

როგორც Sputnik-საქართველოს შსს-ში აცნობეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით - „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

აღმაშენებლის ხეივანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი საღამოს მოხდა. ავტომობილი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ხევში გადაიჩეხა.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 94 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 ათასი დაშავდა.

თბილისში მომხდარი 539 ავარიის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 645 ადამიანი.