საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალი მოგებით დაიწყო

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ანდრია ბითაძე, რომელმაც მეტოქის ქარში ოთხი გოლი შეაგდო. გოლების ამავე რაოდენობა იაპონელი ფაბიო ბარალდის ანგარიშზეა.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა იაპონია ანგარიშით 13:12 დაამარცხა - 3:3, 4:2, 5:6, 1:1.

მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე სათამაშო მონაკვეთი, რომელიც ქართველმა წყალბურთელებმა ანგარიშით 4:2 მოიგეს. დასკვნით 10-წუთიან მონაკვეთში იაპონელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მასპინძლების მეკარემ ირაკლი რაზმაძემ საუკეთესოდ ითამაშა.

წყალბურთი: ისტორიაში პირველად – მსოფლიო ლიგის სუპერფინალი თბილისში გაიმართება

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ანდრია ბითაძე, რომელმაც მეტოქის ქარში ოთხი გოლი შეაგდო. გოლების ამავე რაოდენობა იაპონელი ფაბიო ბარალდის ანგარიშზეა.

ამავე В ჯგუფში მონტენეგროს ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო აშშ-ის გუნდს: 10:6.

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.

А ჯგუფის მატჩებში საბერძნეთის ნაკრებმა საფრანგეთს ანგარიშით 10:8 მოუგო, ხოლო იტალიამ ყაზახეთი გაანადგურა - 17:11.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე ჯგუფური ეტაპის მონაწილე ყველა ნაკრები გავა. გუნდები პლეი-ოფის შეხვედრებში ჯგუფში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან.