თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
წივწივაძეს С1 კლასში 1000 მეტრიან დისტანციაზე ტოლი არ ჰყავდა. გამარჯვებულის შედეგმა 4 წუთი 1 წამი და წამის 093 მეათასედი შეადგინა. ქართველმა სპორტსმენმა მეორე ადგილზე გასულ რუს მაქსიმ კარატაევს 1,420 წამით გაუსწრო. შეჯიბრების ბრინჯაოს პრიზიორი იონას ბოეტინგერი (გერმანია) გახდა.
17 წლის წივწივაძემ სერიოზული განაცხადი ჯერ კიდევ შარშან გააკეთა, როდესაც უნგრეთში „ოლიმპიური იმედების“ ტურნირზე 500 და 1000 მეტრიანი დისტანციები მოიგო.