თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. იტალიის ქალაქ ლეჩეში დაკარგულ 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, თემურ მოსაშვილს ეძებენ, იუწყება „პირველი არხი“.
თემურ მოსაშვილი ლაგოდეხიდანაა. იტალიაში ის ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 20 ივნისს ის ლტოლვილთა თავშესაფრიდან გავიდა და მას შემდეგ მასთან კავშირს ვეღარ ამყარებენ.
თემურ მოსაშვილის დედა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც გაიპარა.
ოჯახი საქართველოსა და იტალიის ხელისუფლებებს დახმარების თხოვნით მიმართავს.