COVID-19 - ბოლო ცნობები

იქნება თუ არა სავალდებულო კორონავირუსზე ვაქცინაცია რუსეთში

რუსეთის რიგ რეგიონებში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, სავალდებულო ვაქცინაცია წესდება.
Sputnik

ბოლო დღე–ღამეში რუსეთში COVID-19–ის 20.393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამა წლის იანვრიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა.

რუსეთში მასობრივი ვაქცინაცი 18 იანვარს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სრული ვაქცინაცია ჩაუტარდა 16.3 მლნ ადამიანს, რაც მთელი მოსახლეობის 11.3%–ია.

აცრა მსურველებისთვის უფასოა. ამჟამად რუსეთში კორონავირუსის ოთხი ვაქცინაა დარეგისტრირებული: „სპუტნიკV“, სპუტნიკ ლაიტი“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“.

საქართველოში ჩამოსვლას რუსული ვაქცინით აცრილი მოქალაქეებიც შეძლებენ

Sputnik–საქართველო დაინტერესდა, გახდება თუ არა სავალდებულო კორონავირუსზე ვაქცინაცია რუსეთში და რა კანონებმა შეიძლება აიძულოს მოქალაქე, რომ აცრა ჩაიტაროს.

იქნება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია რუსეთში

პირველი რეგიონი, სადაც სავალდებულო ვაქცინაცია დაწესდა, მოსკოვია – დედაქალაქის მთავარი სანიტარული ექიმის ელენა ანდრეევას დადგენილებით, დასაქმებული მოსკოველების 60% ვალდებულია, 15 აგვისტომდე სრულად აიცრას.

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება – ბოლო დღე–ღამეში 7.916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თითოეული რეგიონისთვის დადგენილ ვადებში სავალდებულო ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს მოსკოვის, ლენინგრადის, კემეროვოს, სახალინის, ტვერისა და ტულის ოლქების მოსახლეობამ.

ჯანმომ რუსული კოვიდ-ვაქცინა შესაძლოა ზაფხულში მოიწონოს

ვაქცინაცია სავალდებულოა ვაჭრობის, კომუნალური მეურნეობის, საზოგადოებრივი კვების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, ტრანსპორტის (მათ შორის ტაქსის) სფეროს წარმომადგენლებისთვის.

გარდა ამისა, უნდა აიცრან სილამაზის სალონების და მსგავსი დაწესებულებების თანამშრომლები, საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაციების, ბავშვთა გასართობი ოთახებისა და ცენტრების, თეატრების, კინოთეატრებისა და საკონცერტო დარბაზების, მუზეუმებისა და მსგავსი ორგანიზაციების თანამშრომლები.

ასევე სავალდებულო ვაქცინაცია ეხება ფოსტის, მრავალფუნქციური ცენტრების, ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ზოგიერთი ქვედანაყოფების თანამშრომლებს, ასევე დედაქალაქისა და ოლქების ჩინოვნიკებს.

სავალდებულო ვაქცინაცია არ ეხება იმ პირებს, ვისთვისაც აცრა უკუნაჩვენებია.

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" მოიწონეს ქვეყნებმა სამი მილიარდი საერთო მოსახლეობით

რომელი კანონით არის გათვალისწინებული სავალდებულო ვაქცინაცია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსეთის კანონით გათვალისწინებული არ არის. აცრაზე უარის თქმა შეიძლება. ამასთანზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეების დავალდებულება ვაქცინაციაზე მაინც შესაძლებელია № 52-ФЗ ფედერალური კანონის შესაბამისად.

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა თუ ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების თანამშრომლებს არ სურთ ვაქცინაცია, მათ საქმიანობის სფეროს შეცვლა შეუძლიათ.

თანამშრომლებისთვის პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება და ვაქცინაციის უზრუნველყოფა დამსაქმებელს ევალება. ამავე დროს, დამსაქმებელი ვალდებულია გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუ მას აცრა არ სურს (სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში).