თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ერევნის თბოელექტროსადგურზე ძლიერი ხანძარია, იუწყება Sputnik-სომხეთი.
წინასწარი მონაცემებით, სამი ჰექტარის ტერიტორიაზე ბალახი იწვის.
ხანძარს განსაკუთრებული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. ადგილზე მუშაობს შვიდი სახანძრო ბრიგადა და სამი დამატებითი ჯგუფი, მათ შორის სამაშველო ძალების სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფი.
ადგილზე იმყოფება ასევე სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე ტიგრან პეტროსიანი.