თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოში 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:20 საათზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები 15 და 18 ივნისსაც აღირიცხა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.