საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / SeismographsСейсмограф
Сейсмограф - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დღეს, დილით დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოში 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:20 საათზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები 15 და 18 ივნისსაც აღირიცხა.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0