კიევი–ბათუმის რეისზე თვითმფრინავში ჰერმეტულობა დაირღვა – ვიდეო

რეისზე PQ0421 სალონში ჰერმეტულობა დაირღვა და ამის გამო მგზავრებს ჟანგბადის ნიღბების გამოყენება დასჭირდათ.
Sputnik

ავიაკომპანია SkyUp-ის თვითმფრინავი, რომელიც ხუთშაბათს კიევიდან ბათუმის მიმართულებით მოფრინავდა, აფრენიდან მალევე ბორისპოლის აეროპორტში დაბრუნდა.

ინფორმაციის თანახმად, ფრენა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო, თუმცა 20 წუთის შემდეგ ბორტზე დამწვრის სუნი დადგა, შემდეგ კი სალონში ჟანგბადის ნიღბები ჩამოიყარა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მგზავრმა გაავრცელა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის მიზეზებს სპეციალისტები იკვლევენ.