მწვანე ლობიოს სალათი: დაბალკალორიული რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის

მწვანე ლობიო უნივერსალური ბოსტნეულია, ვინაიდან უამრავ ვიტამინს შეიცავს და, ამასთან, დაბალკალორიულიცაა.
Sputnik

სპეციალისტების თქმით, მწვანე ლობიოს რეგულარული მიღება, მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით, ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს, აღკვეთს თვალის ბადურის დეგენერაციას, სასარგებლოა შარდის ბუშტის დაავადებების დროს − აჩქარებს შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნას და აღკვეთს თირკმელებში ქვების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს, მენოპაუზის დროს ამცირებს „ალების“ რაოდენობას, აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს...

მაკარონის უჩვეულო კერძი: დეტალური რეცეპტი ვიდეო-განმარტებით

ამასთან მას აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი (GL 15), რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე ლობიო არ იწვევს სისხლში შაქრის ნახტომისებურ მატებას.

თუმცა ის რეკომენდებული არ არის კუჭის დაავადებების − დაბალმჟავიანი გასტრიტისა და წყლულის, ასევე  ქოლეცისტიტის შემთხვევაში, მწვანე ლობიოს ასევე უნდა მოერიდონ მეტეორიზმისადმი მიდრეკილი ადმიანებიც.  

ყველა სხვა შემთხვევაში ეს მართლაც ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულიცაა: 100 გ პროდუქტში სულ რაღაც 31 კილოკალორიაა. მიუხედავად ამისა, მწვანე ლობიო, მასში შემავალი ბოჭკოების წყალობით, რომელთა გადამუშავებასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება, მადას საგრძნობლად აქვეითებს.

შესაბამისად, მწვანე ლობიოსგან მომზადებული ზოგი კერძი პირდაპირ მისწრებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა.

ქვემოთ ერთი ასეთი უცხო სალათის რეცეპტს გაგაცნობთ.

ინგრედიენტები

  • მწვანე ლობიო − 400 გ;
  • ლაიმის წვენი − 2 ჩაის კოვზი;
  • ნიორი − 2 კბილი;
  • ზეითუნის ზეთი − 2 სუფრის კოვზი;
  • ყველი (ბრინზა) 50 გ;
  • სოიოს სოუსი − 1 ჩაის კოვზი;
  • პომიდორი − 3 ცალი;
  • გამომცხვარი ბულგარული წიწაკა − 2 ცალი;
  • რეჰანი − რამდენიმე ძირი.

მომზადების წესი

მოაშორეთ ლობიოს ყუნწები, დაამტვრიეთ დაახლოებით სამ სანტიმეტრიან ნაწილებად და კარგად გარეცხეთ. შემდეგ მოამზადეთ ორთქლზე დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში (ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური ქვაბი, ისე მდუღარე წყლიან ქვაბზე დადებული ჩვეულებრივი საწური − „დრუშლაგი);

შავ ლუდში მრგვალად შემწვარი ქათამი - დეტალური რეცეპტი

სანამ ლობიო მზადდება, დაჭერით კუბებად ყველი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი (შეგიძლიათ დაჭყლიტოთ ან დანაყოთ) და რეჰანი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში;

შემდეგ ცალკე ჭურჭელში შეაზავეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.

როდესაც მწვანე ლობიო მოითუშება, ეს ყველაფერი ზემოდან მოაყარეთ და მოასხით და კარგად მოურიეთ.

თქვენი სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!